fbpx
საზოგადოება

ცვლილებები ხვალინდელ გაფიცვასთან დაკავშირებით – მძიმე დღე ათენში 16 ივნისს

როგორც ირკვევა, ხვალ, 16 ივნისს, ათენში მოსახლეობას კიდევ ერთი რთული დღე ელის.

ცვლილებები შევიდა გაფიცვასთან დაკავშირებით და არ იმუშავებს საჯარო ტრანსპორტის დიდი ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ გადაადგილება რთული იქნება, არა მხოლოდ გაფიცვის, არამედ იმის გამოც, რომ იმ ტრანსპორტში, რაც იმოძრავებს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ხალხი მოიყრის თავს.

კერძოდ, ხვალ, 16 ივნისს, არ იმუშავებს მეტროს არცერთი ხაზი, ანუ მათ შორის ტრენო (რომელიც 1-ლი ხაზია).

არ იმუშავებს არც ტრამვაი.

ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ მხოლოდ ტროლეიბუსები, ხოლო ავტობუსები იმოძრავებენ დილის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე.

onalem

ტესტ