fbpx
საზოგადოება

ხვალიდან: საბერძნეთში ვაქცინის მე-3 დოზის გასაკეთებლად სისტემა იხსნება

საბერძნეთში ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება, რომ დაინტერესებულმა პირებმა ვაქცინის მე-3 დოზის მისაღებად ვიზიტები დანიშნონ. პლატფორმა 14 სექტემბერს უკვე ღია იქნება, ხოლო დღეს 285.000 ადამიანს მიუვა შეტყობინება იმის შესახსენებლად, რომ ხვალიდან ვიზიტების დასანიშნად წავიდნენ.

აცრა მოხდება Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინებით და მისი მიღება შესაძლებელი იქნება მეორე დოზის გაკეთებიდან 4 კვირის გასვლის შემდეგ.

მე-3 დოზის რეკომენდაცია ეხებათ შემდეგ პირებს:

  • ვისაც გაკეთებული აქვს რომელიმე ორგანოს გადანერგვის ოპერაცია.
  • ვინც მოელის, რომ გადაინერგოს რომელიმე ორგანო (დაგეგმილი ოპერაცია ან დონორის მომლოდინე პირები).
  • მათ, ვისაც აქვთ თირკმელების უკმარისობა.
  • მათ, ვისაც აქვთ სიმსივნე (გადიან ქიმიოთერაპიას).
  • აივ ინფექციით/შიდსით დაავადებული ადამიანები.

ცხადია, თითოეულმა პირმა, ვაქცინის მე-3 დოზის მიღებამდე, უმჯობესი იქნება გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, რათა მიიღონ ნებართვა, მდგომარეობის გამოკვლევის შემდეგ.

onalem

ტესტ