fbpx
საბერძნეთი

სიმღერა, რომელიც ანა ვისიმ იროდიოს სცენიდან მერი ხრონოპულუს ხსოვნას მიუძღვნა

ბერძნულ საზოგადოებაში დიდი მწუხარება გამოიწვია ცნობილი მსახიობის, მერი ხრონოპულუს გარდაცვალებამ, რომელიც რამდენიმე დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, გუშინ, ევანგელისმოს საავადმყოფოში გადაიცვალა. ანა ვისიმ, რომელმაც კონცერტი იროდიოს სცენაზე გამართა, ისურვა, რომ მსახიობს თავისებურად გამომშვიდობებოდა და სიმღერა მიუძღვნა.

საუბარია განსაკუთრებულ სიმღერაზე, რომელიც ნიკოს კარველამ ანა ვისის თაყვანისმცემელ ქალბატონზე დაწერა. ეს ქალბატონი გარდაიცვალა და მის მეგობრებს უნდოდათ, რომ ნიკოს კარველას მისთვის სიმღერა დაეწერა. ასე შეიქმნა სიმღერა “ელენი”.

“ნება მომეციც, ეს სიმღერა ამ საღამოს ბერძნული კინოს ქალბატონს, მერი ხრონოპულუს მივუძღვნა, რომელიც ჩვენ გვერდით აღარ არის,” თქვა ვისიმ.

 

onalem

ტესტ