fbpx
მსოფლიო

ქაოსი ირაკლიოს აეროპორტში – ისრაელელები თელ-ავივში გამგზავრებაზე უარს ამბობენ

დღეს დილიდან კრეტაზე, კერძოდ, ირაკლიოს აეროპორტში დიდი ქაოსია – ისრაელში დაწყებული ომის გამო. აღნიშნული აეროპორტიდან ისრაელის მიმართულებით დღეში საშუალოდ 9 რეისი სრულდება.

როგორც ირკვევა, ჰამასის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების გამო ისრაელელი ტურისტები სამშობლოში დაბრუნებაზე მკაცრ უარს ამბობენ. ისინი წესით თელ-ავივში უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ მათ ირაკლიოს აეროპორტი დატოვეს.

ბერძნული მხარე იუწყება, რომ ფრენები ხორციელდება, მაგრამ მგზავრთა რაოდენობა მცირდება, მაგალითად: პირველ ფრენაზე, რომელიც დილით უნდა განხორციელებულიყო, 340 მგზავრიდან 60-მა უარი განაცხადა ირაელში დაბრუნებაზე, შიშის გამო.

ცხადია, ვინც ბორტზე არ ადის, ბილეთს კარგავს და ისინი ისევ ჯავშნიან სასტუმროებს, რათა ირაკლიოში დარჩნენ.

onalem

ტესტ