fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: არხეა ოლიმპიას ტერიტორიაზე 55 წლის მღვდელი გარდაცვლილი იპოვეს – განიხილება თვითმკვლელობის ვერსია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ილიასში, არხეა ოლიმპიას ტერიტორიაზე 55 წლის სასულიერო პირის ცხედარი იპოვეს. საუბარია მიუვალ ადგილზე, სადაც უმეტესად ტყეა.

როგორც ირკვევა, სასულიერო პირი გუშინდელი დღის შემდეგ გაუჩინარებული იყო, ახლობლებს ინფორმაცია არ ჰქონდათ, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო, შესაბამისად, პოლიციას აცნობეს და მაშინვე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

საბოლოოდ, მღვდელი ΕΜΑΚ-ის მე-6 ჯგუფმა მიუვალ ადგილას იპოვა, მისი ცხედარი ექსპერტიზისთვის პატრასში გადაასვენეს, მაგრამ პირველადი გამოძიების მიხედვით, განიხილება თვითმკვლელობის ვერსია, ვინაიდან 55 წლის მამაკაცს ძალადობის ნიშნები არ აქვს.

onalem

ტესტ