fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ორმაგი ხელფასი ექიმებსა და ექთნებს, რომლებიც სხვა საავადმყოფოებში დასახმარებლად მიდიან

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ორმაგი ხელფასი გადაეხდებათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარი მუნიციპალიტეტის გარეთ მდებარე საავადმყოფოებში საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან, რათა კორონავირუსის განყოფილებებში იმუშაონ და ექიმებს დაეხმარონ.

ეს არის ერთგვარი კომპენსაცია, რომელიც მათ გამოჩენილი თავდადებისა და არა მხოლოდ ექიმების, არამედ პაციენტების გვერდში დგომისთვის გადაეხდებათ.

როგორც უკვე ცნობილია, ჩრდილოეთ საბერძნეთის საავადმყოფოებს ბევრი ექიმი და ექთანი სტუმრობს, რომელთა უმრავლესობაც სრულიად სხვაგან მოღვაწეობს, მაგრამ მოხალისეობრივად გადაწყვიტეს, რომ მხარში დასდგომოდნენ უმძიმეს პირობებში მყოფ ექიმებს.

onalem

ტესტ