fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

სოტირის ციოდრასმა საუბრისას ცრემლი ვერ შეიკავა: “ვერ ვიარსებებთ ჩვენი მოხუცების გარეშე”

სოტირის ციოდრასმა დღევანდელ საუბარში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებზე, რომელთაც საფრთხე საკუთარი ასაკის გამო ემუქრებათ. მან ხაზი გაუსვა იტალიაში არსებულ მდგომარეობას, სადაც საწოლების არასაკმარისობის გამო მოხუცი ადამიანები სასიკვდილოდ არიან განწირულები:

“2020 წლისთვის მეცნიერების სასწაული არის ის, რომ ჩვენს დედებსა და მამებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს. სხვა არის ჩვენი ბებია-ბაბუები. ჩვენ მათ ყველას პატივს ვცემთ, ყველას ვიცავთ. არ შეგვიძლია ვიარსებოთ მათ გარეშე. რაც უნდა ცოტა გვქონდეს გარდაცვალების რაოდენობა, ვითარება შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს,” ამბობს პროფესორი.

ციოდრასმა სიტყვით გამოსვლისას ცრემლი ვერ შეიკავა.

onalem

ტესტ