fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მგზავრობისას ჩემოდნის დაკარგვის გამო მცირეწლოვან ბავშვს 500 ევრო გადაუხადეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლემ თავისი ჩემოდანი კუნძულ ანდროსიდან რაფინას პორტის მიმართულებით მგზავრობისას დაკარგა. მას ურჩიეს, რომ ჩემოდანი ქვემოთ, გემის ავტოსადგომზე დაეტოვებინა, სადაც ჩვეულებრივ ბარგისთვის განკუთვნილი ადგილებია და ასეც მოიქცა.

როდესაც გემი პორტში გაჩერდა და ბიჭი სადგომზე ჩავიდა, ჩემოდანი ვერ იპოვა, რადგან სავარაუდოდ, სხვა მგზავრმა გააყოლა ხელს, ნებით თუ უნებლიედ.

როგორც ცნობილია, ბიჭი კლასთან ერთად სასკოლო ექსკურსიაზე იმყოფებოდა და იოანინაში ტანსაცმლისა და ყველანაირი პირადი ნივთის გარეშე წავიდა.

როდესაც გემის ეკიპაჟს ამის შესახებ აცნობეს, კომპანიამ განაცხადა, რომ ბარგზე ზრუნვა მგზავრის მოვალეობა იყო და ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებდნენ.

მიუხედავად ამისა, საქმეში ჩაერია მომხმარებელთა ომბუდსმენი, რომელიც კლიენტების ინტერესებს იცავს და კომპანიას ბავშვისთვის 500 ევროს ოდენობის თანხის გადახდა მოუწია, ჩემოდნის დაკარგვის გამო.

ზოგადად, ბარგის დაკარგვის შემთხვევაში მაქსიმალური კომპენსაცია 730 ევროს აღწევს, თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას უდრის მგზავრის მატერიალური ზარალი.

onalem

ტესტ