fbpx
კრიმინალი

კვიპროსზე გაძარცვეს ბეწვის მაღაზია, რომელიც ძირითადად რუსებს ემსახურებოდა

ლიმასოლში მომხდარი ძარცვის შედეგად მაღაზიის მეპატრონემ ასობით ათასი ევრო იზარალა. საუბარია სანაპირო გზაზე მდებარე ბეწვის მაღაზიის ქურდობაზე, რომელიც დამნაშავეებს, როგორც ჩანს, უკვე დიდი ხანია მიზანში ჰქონდათ. ამ დროისთვის არსებული შეფასებებით, ნაძარცვის ღირებულება მინიმუმ 200, 000 ევროა.

პოლიციის ინფორმაციით, მძარცველები ღამის 03:30 საათზე მაღაზიაში, მინის ჩამსხვრევის შედეგად შევიდნენ და აიღეს 24 ძვირადღირებული ქურქი, სხვადასხვა სახეობის.

ამჟამად აღნიშნული ტერიტორია გადაკეტილია და პოლიცია დამნაშავეთავინაობის და ადგილსამყოფელის დასადგენად მუშაობენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ მაღაზია ძირითადად ემსახურებოდა რუსეთის მოქალაქეებს, რადგან კვიპროსის კლიმატური პირობების გამო, ქვეყანაში ბეწვის საჭიროება მოსახლეობას არ აქვს.

onalem

ტესტ