fbpx
საბერძნეთი

“ამ ხანძრების მიღმა კარგად ორგანიზებული გეგმა დგას” – გიორგოს პატული

ატიკის რეგიონალური გუბერნატორი, გიორგოს პატული ფიქრობს, რომ გამანადგურებელი ხანძრების უკან, რომლებიც ამ დროისთვის საბერძნეთში მძვინვარებს, კარგად ორგანიზებული გეგმა დგას.

პატულიმ გასცა ბრძანება, რომ კარგად იქნას გადამოწმებული ყველა საჩივარი, რომელიც ბოლო დღეებში ხანძრების გაჩენასთან დაკავშირებით შევიდა.

“შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ პედიონ ტუ არეოში ხანძარი განზრახ იყო გაჩენილი. ეს ნიშნავს, რომ ზოგადად, არსებული მდგომარეობა შემთხვევითი არ არის. უკვე ცხადია, რომ ამის უკან კარგად ორგანიზებული გეგმა დგას. 

ეს ყველაფერი მახსენებს 2007 წლის ხანძრებს და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ საქმე იგივე სქემასთან გვაქვს. მიუხედავად ამისა, ახლა არსებობს 112 და საბედნიეროდ, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება დროულად ხდება. მდგომარეობა ძალიან რთულია და სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წყლის შლანგით არავის არაფერი შეუძლია. ვერავინ ჩააქრობს თავად ამ ხანძარს, ამიტომ, გთხოვთ, რომ შეასრულოთ სახანძრო ბრიგადების მითითებები,” ამბობს პატული.

onalem

ტესტ