fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ხანძრის გაჩენისთვის ორი პირი დააკავეს – მათ ბენზინის ბიდონები აღმოუჩინეს

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ის ინფორმაციით, აგიოს სტეფანოს ტერიტორიაზე ორი პირი ცეცხლის გაჩენის ბრალდებით დააკავეს. შოკისმომგვრელია ფაქტი, რომ მათ ბენზინით სავსე ბიდონები აღმოუჩინეს, რომელთა ფლობის ადეკვატური მიზეზი ვერ დაასახელეს.

ისინი უკვე გადაყვანილები არიან შესაბამის განყოფილებაში, რათა მოხდეს საქმის ზუსტი გამოძიება.

ამას გარდა, კიდევ ერთი პირი, 43 წლის მამაკაცი დააკავეს კრიონერის ტერიტორიაზე. ის მოტოციკლით სანომრე ნიშნების გარეშე მოძრაობდა და სწორედ მისი იქ მისვლის შემდეგ მოხდა ცეცხლის გაღვივება და ერთგვარი აფეთქება. სწორედ ამის გამო მიიჩნიეს ის საეჭვოდ და განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც თავად ამბობს, ის ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად და დასახმარებლად მივიდა.

პოლიცია იუწყება, რომ მისი ჩხრეკისას ამოიღეს სანთებელები და კიდევ რამდენიმე ნივთი, რომელიც მარტივად შეიძლება იყოს გამოყენებული ცეცხლის გაჩენისთვის და ისინი კვალსაც არ ტოვებენ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 43 წლის მამაკაცი მონაწილეობდა კრიონერიში კიდევ ორი ხანძრის გაჩენაში.

onalem

ტესტ