fbpx
საზოგადოება

“ნუ მეკითხები სისულელეებს, ცეცხლს გავექეცი და არავინ მოსულა დასახმარებლად” – პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა აფიდნესში

საბერძნეთში ვითარება ტრაგიკულია, მოსახლეობა კი სასოწარკვეთილებაშია და საკუთარ თავზე კონტროლი აქვს დაკარგული.

ბერძნული ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი აფიდნეს ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც სცადეს, რომ ადგილობრივებისგან ინტერვიუ აეღოთ. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ცეცხლს პირდაპირი გაგებით გამოექცა, ამბობს, რომ მათ დასახმარებლად არავინ მისულა და წარმოდგენა არ აქვს, რა მდგომარეობაშია ახლა მისი სახლი.

ერთ მომენტში ქალი ჟურნალისტს ეუბნება, რომ სულელურ კითხვებს ნუ უსვამს. კადრებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორია ადგილობრივების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელთაც ყველაფერი დაკარგეს.

onalem

ტესტ