fbpx
საბერძნეთი

“ცოცხლად დავიწვებით” – ხანძარი ისევ გაღვივდა, 300 ოჯახი ღია ცისქვეშაა დარჩენილი

ტაგიკულ კადრებს საბერძნეთში ბოლო არ უჩანთ. როცა მოსახლეობას ჰგონია, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე ხანძარი ჩაწყნარდა, სწორედ მაშინ ხდება ცეცხლის გაღვივება და აფეთქება, რაც შემდეგ იწვევს ალის გავრცელებას, თანაც ძალიან სწრაფად.

ევიაში მდგომარეობა განსაკურებით კრიტიკულია. მოსახლეობა ცარიელი ხელებით გარბის და უკან ტოვებენ სახლებს, ქონებას, რომელთა ასაშენებლად და მოსაპოვებლად მთელი ცხოვრება შრომობდნენ. ისინი უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან და ამბობენ, რომ თუ დროზე არ გაასწრებენ ცეცხლს, ფაქტობრივად, ცოცხლად დაიწვებიან.

ისტიეას ტერიტორიაზე ხალხი შველას ითხოვს, რადგან მომწყვდეულები არიან და თუკი სწრაფად არ მოხდება მათი გაყვანა, კატასტროფის წინაშე დადგებიან.

ადგილზე მუშაობს 5-6 სახანძრო ვერტმფრენი და თვითმფრინავი, იმედოვნებენ, რომ მოხდება ცეცხლის კონტროლის არეში მოქცევა.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ევიაში ჭერის გარეშე მინიმუმ 300 ოჯახია დარჩენილი.

onalem

ტესტ