fbpx
საბერძნეთი

ვიხდით იგივე თანხას, მაგრამ პროდუქტების შემცირებულ რაოდენობაში – რა ხდება საბერძნეთის სუპერმარკეტებში?!

საბერძნეთის მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგოს ლეხურიტი, გამოთქვამს პროტესტს იმ ვითარების შესახებ, რომელიც საბერძნეთის სუპერმარკეტებში არსებობს. ბატონი ლეხურიტი აცხადებს, რომ მომხმარებლები შეიძლება იხდიან იგივე ფასს, რაც ადრე იყო, მაგრამ შეფუთვაში ნაკლები რაოდენობის პროდუქტია, ადრინდელთან შედარებით.

“მაგალითისთვის: თუ ადრე სარეცხ საშუალებას ვყიდულობდით 13 ევროდ და შიგნით 90 იდო, ახლა კვლავ 13 ევროს ვიხდით, მაგრამ 70 ცალი დევს.  ადრე თუ ორცხობილები 1 კგ იყო, ახლა 800 გრამი გახდა იგივე ფასში და ასე შემდეგ. მსგავსი მდგომარეობა გვაქვს ხილთან დაკავშირებითაც და ზოგადად, ბევრ პროდუქტებზე. შეიძლება არ არის უკანონო, რომ ფასი შეინარჩუნო და რაოდენობა შეამცირო, მაგრამ არც ეთიკურია. სპაგეტი, მარგარინი, იოგურტი, ძაღლების საკვებიც კი, ბოლო 6 თვეა “ფარულად” ძვირდება, რადგან რაოდენობას ამცირებენ შეკვრაში, ფასი კი არ იკლებს,” აცხადებს ის.

ბატონო ლეხურიტი იმასაც დასძენს, რომ მომხმარებლები არ უნდა ენდონ გარკვეულ შეთავაზებებს, რადგან ხშირ შემთხვევაში პროდუქტის რაოდენობასა და ფასს თუ შევადარებთ, საერთოდ არ გამოდის შემცირებული ფასი, შესაბამისად, ისინი კარგად უნდა დააკვირდნენ, რას ყიუდლობენ. მან აღნიშნა, რომ ყველაზე კრიტიკული ზრდა დაფიქსირდა ბავშვის რძესთან დაკავშირებით, რომლის ფასიც 150%-ით გაიზარდა და 1 კვირაში 34 ევრო გახდა.

onalem

ტესტ