fbpx
საბერძნეთი

ფოფი გენიმატას ცხედარი ათენის საკათედრო ტაძარში მიასვენეს – მისი 17 წლის ვაჟი გამოსამშვიდობებელ სიტყვას წარმოსთქვამს

ფოფი გენიმატას ცხედარი უკვე ათენის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნაცნობები და უცნობები, პატივს მიაგებენ მას.

გენიმატას სასახლე დაფარულია ΚΙΝΑΛ-ის, ΠΑΣΟΚ-ის და საბერძნეთის დროშებით.

როგორც ცნობილი გახდა, მისი ოჯახი საზოგადოებისგან ითხოვს, რომ ყვავილების შეძენის ნაცვლად, თანხები ორგანიზაციებში, “ბავშვის ღიმილი” და “სახალხო კიდობანი”, გადარიცხონ. გამოსამშვიდობებელ სიტყვას მისი 17 წლის ვაჟი, გიორგო წარმოსთქვამს.

გენიმატას ათენის A სასაფლაოზე 14:00 საათზე დაკრძალავენ.

“არა, მე მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ნეტავ, ფოფისნაირი ქალები პარლამენტში ბევრი გვყავდეს. შემთხვევითი არ არის, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია შეძრა ამ დანაკლისმა,”ამბობს რიგითი მოქალაქე, ქალბატონი, რომელიც ეკლესიაში მისთვის პატივის მისაგებად მივიდა.

onalem

ტესტ