fbpx
საბერძნეთი

ვაქცინაციის ვალდებულების “გაფართოვება” სხვა სფეროს მუშაკებზეც საბერძნეთის მთავრობის მაგიდაზე

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვასილის კოდოზამანი აცხადებს, რომ მთავრობისთვის ღიაა საკითხი, გაფართოვდეს ვაქცინაციის ვალდებულება სხვა სფეროებში დასაქმებულ პირებზეც.

“ვაქცინაციის ვალდებულების გაფართოვება არის ის საკითხი, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა აქტიურად განიხილავს და მაგიდაზე მუდმივად დევს. თუ ვნახავთ, რომ გარემოებები მოითხოვენ სხვა სფეროს თანამშრომელთათვის ამ ვალდებულების დაწესებას, შეგვიძლია, რომ დავაწესოთ ის. მაგრამ ამ მომენტისთვის მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

ვცდილობთ, რომ ვისარგებლოთ იმ უმნიშვნელოვანესი იარაღით, რომელსაც ვაქცინა ჰქვია და ის ერთადერთია, რაც ამ მდგომარეობიდან გვიხსნის.

ახლა ვცხოვრობთ აუცრელთა პანდემიაში, რადგან ისინი უფრო დიდი რისკის ქვეშ დგანან. ასევე, გვაქვს მეცნიერული, ნამდვილი ინფორმაციისა და ცრუ ცნობების მხარე. ჩვენ მეცნიერების მხარეს ვდგავართ.

მიმდინარე მონაცემები ცხადყოფს, რომ მაღალია ვაქცინაციის ტენდენცია და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება სულ მალე. მჯერა, რომ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები შეასრულებენ საკუთარ მოვალეობას და აიცრებიან,” აცხადენს მინისტრის მოადგილე.

 

onalem

ტესტ