fbpx
საზოგადოება

სრულად ვაქცინირებული 23 წლის ბერძენი ბიჭი კორონავირუსით დაიღუპა

ჯეიმს კონდილიო 23 წლის ასაკში ავსტრალიაში, სიდნეის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა, სრულიად ჯანმრთელი ბერძენი ბიჭი კორონავირუსით დაინფიცირდა, მისი მდგომარეობა დამძიმდა და საბოლოოდ, ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლაში დამარცხდა.

კონდილიო ავტრალიაში გაიზარდა, თუმცა, მისმა გარდაცვალებამ შეძრა მისი სამშობლოც, საბერძნეთი. ის იყო ჯილდოს მფლობელი მეცნიერი და ყოფილი ჩემპიონი, ძალოსნობაში.

არსებული ინფორმაციით, ჯეიმსი კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზით იყო აცრილი და არ ჰქონია ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა. 2015 წელს მან ავსტრალია ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგინა, სადაც ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.

2019 წელს კონდილიოს მიენიჭა ეროვნული სამეცნიერო პრიზი სატყეო მეურნეობასა და კლიმატური ცვლილებების კუთხით მუშაობისთვის.

onalem

ტესტ