fbpx
საბერძნეთი

როგორ ვივაჭრებთ ორშაბათიდან – SMS 13032-ზე და ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ნიკოს ხარდალიასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორშაბათიდან, 5 აპრილიდან მაღაზიები იხსნება. აკრძალვების შედარებით შემსუბუქება მოსახლეობისთვის სასიხარულო აღმოჩნდა, რადგან შეძლებენ, სასურველი ნივთები შეიძინონ და თავად მაღაზიების მფლობელები კიდევ უფრო მეტ ზარალს გადაურჩებიან.

საჭიროა ვიცოდეთ ყველა ის წესი, რომელსაც სავაჭროდ წასვლისას დავიცავთ, რათა 300 ევროიანი ჯარიმა თავიდან ავიცილოთ.

  • მაღაზიაში წასვლამდე ვნიშნავთ ვიზიტს, რომ პროდუქტი შევიძინოთ ან შიგნით შესვლის ფარგლებში (Shop Inside) ან პირდაპირ შესასვლელიდან წავიღოთ (Click Away).
  • წასვლამდე აუცილებელია გავაგზავნოთ SMS ნომერზე 13032.
  • აღნიშნულ SMS-ს ვადა აქვს 3 საათით.
  • აღნიშნული SMS-ის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ დღეში ერთხელ.
  • 13032-ზე არ ვაგზავნით კოდს 7, არამედ მხოლოდ საკუთარ სახელსა და გვარს და მისამართს.
  • SMS-ის მეორედ გაგზავნის შემთხვევაში მოგივათ პასუხი: “გადაადგილება შესაძლებელი არ არის.”

შეგახსენებთ, რომ არ იხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები და მოლები, არამედ მხოლოდ პატარა მაღაზიები, სადაც, ცხადია, განსაზღვრული იქნება კლიენტთა რაოდენობა, ფართობის შესაბამისად.

onalem

ტესტ