fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! საბერძნეთში მაღაზიები იხსნება – ყველაფერი, რაც ნიკოს ხარდალიასმა გამოაცხადა

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოს ხარდალიასის განცხადებით საბერძნეთში ორშაბათიდან მაღაზიები იხსნება. ექსპერტთა კომიტეტმა დღეს ოფიციალური გადაწყვეტილებები მიიღო და ცნობილი გახდა, თუ რა შეიცვლება ქვეყანაში 3-5 აპრილიდან.

რა იცვლება საბერძნეთში?!

  • 5 აპრილიდან მაღაზიები იხსნება, Click Away-სა და Click Inshop-ის მეთოდებით. ძალაში იქნება ახალი SMS-კოდი, 7, რომელსაც გავაგზავნით 13032-ზე და ძალაში იქნება 3 საათით. აღნიშნული SMS-ის გაგზავნა შესაძლებელი იქნება დღეში მხოლოდ ერთხელ. ეს ნიშნავს, რომ მისვლამდე უნდა დავნიშნოთ ვიზიტი.
  • არ იხსნება დიდი სავაჭრო ცენტრები.
  • შაბათ-კვირიდან (3-4 აპრილიდან) გადაადგილება მუნიციპალიტეტებს შორის დასაშვები იქნება მანქანის საშუალებით მხოლოდ შაბათ-კვირას (და არა ორშაბათიდან პარასკევამდე), კოდი 6-ის გაგზავნით. მანქანაში დასაშვებია იჯდეს 3 ადამიანი, თუ ოჯახია, დაიშვება გამონაკლისი.

ხარდალიასის განცხადებით, შაბათ-კვირას მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილებაზე აკძრალვის მოხსნა საპილოტეა და შესაძლოა მოგვიანებით სრულიად მოიხსნას, ანუ არა მხოლოდ შაბათ-კვირას, არამედ შეეხოს ყველა დღეს.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ექსპერტთა კომიტეტი სკოლების 12 აპრილს გახსნის საკითხს მომდევნო კვირაში განიხილავს.

onalem

ტესტ