fbpx
საბერძნეთი

საშობაო დახმარება საბერძნეთში მოსახლეობას მინიმუმ 150 ევრო – კირიაკოს მიცოტაკის ახალი გადაწყვეტილება

კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილებით, შობას საბერძნეთის მოსახლეობის მოწყვლად ნაწილზე გაიცემა დამატებითი დახმარება, რომლითაც ისარგებლებს 3,2 მილიონი ადამიანი. დახმარების გასაცემად ჯამში გამოყოფილია 352 მილიონი ევრო, თანხები დაირიცხება დეკემბრის თვეში.

მეორეს მხრივ, ფინანსთა მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკიმაც აღნიშნა, რომ ეკონომიკის წარმატებული მუშაობა იძლევა საშუალებას, რომ მოსახლეობაზე დამატებითი დახმარება გაიცეს.

კერძოდ, საუბარია იმ ადამიანებზე:

ვინც არის ΟΠΕΚΑ-ს ბენეფიციარი და იღებს ბავშვის დახმარებას, აიღებს თანხის ორმაგ რაოდენობას და დამატებით 50%-ს. ანუ მაგალითისთვის: ვინც იღებს თანხას 280 ევროს ოდენობით, აიღებს ორჯერ 280 ევროს და კიდევ ამ თანხის ნახევარს ანუ ჯამში 700 ევროს.

1,055 პენსიონერი, რომელიც იღებს პენსიას 700 ევრომდე, მიიღებს 150 ევროს დამატებით. იგივე რაოდენობის თანხას მიიღებენ ის მოხუცები, რომლებიც არ იღებენ პენსიას, მაგრამ იღებენ ასაკის დახმარებას.

ის ადამიანები, რომლებიც იღებენ ΚΕΑ-ს დახმარებას, დაახლოებით 210.000 ადამიანი, მიიღებს თანხის სტანდარტული რაოდენობის 50%-ს. აღნიშნული დახმარება 1-ლი დეკემბრიდან იზრდება 8%-ით, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად: 4 სულიანი ოჯახი დეკემბერში ჯამში მიიღებს 648 ევროს (+8% და + სახელმწიფოს მიერ დამატებული დახმარება).

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც იღებენ ΟΠΕΚΑ-ს ინვალიდობის დახმარებას, მიიღებენ დამატებით 200 ევროს, გარდა თანხის სტანდარტული რაოდენობისა.

onalem

ტესტ