fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

2019 წლის 1 აპრილიდან ახალი ბერძნული ავია კომპანია რეისების შესრულებას იწყებს!

ახალი ბერძნული ავია კომპანია “Athens Spirit” რეისების შესრულებას 2019 წლის აპრილიდან იწყებს.

კომპანია 2017 წლის ივნისში დაფუძნდა და გასულ თვეს საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციისგან მიიღო ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც სრულ უფლებას აძლევს განახორციელოს ფრენები.

რეისები შესრულდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. კომპანიას ჰყავს ოთხი A319 და  ორი A340 ტიპის ავია ხომალდი.

“Athens Spirit”-ის დამფუძნებლები დიასპორის მდიდარი ფენიდან არიან და მათი მიზანია კომპანიამ საბერძნეთში წამყვან “Aegean Airlines” გადაუსწროს.

ახალი ავია კომპანიის პრეზიდენტი დიმიტრის ვასილიოს დორიზასია. ის ყოფილი პილოტი, მღვდელი და “Olympic Airways” ყოფილი მენეჯერია, სადაც სულ მცირე 16 წელი მუშაობდა.

ბოლო წლების მანძილზე რამდენიმე პატარა ბერძნულმა ავია კომპანიამ სცადა, ავიაციის ბაზარზე თავი დაემკვირდებინა, მაგრამ მათი მუშაობა მცირე ხანს გრძელდებოდა. ამ დროისთვის “Aegean Airlines” და “Olympic Airways” გარდა, საბერძნეთში ცნობილი და ხშირად გამოყენებადი კომპანიებია “Ellinair” და “Sky Express”.

onalem

ტესტ