fbpx
საზოგადოება

150.000 ევროიანი ჯარიმა და 5 დღიანი შეჩერება გიორგოს ლიაგას გადაცემას

საბერძნეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ გიორგოს ლიაგას გადაცემის გუნდს მკაცრი განაჩენი გამოუტანა.

როგორც უკვე ცნობილია, გადაცემის, “Μεσημέρι με τον Γιώργο Λιάγκα”-ს მსვლელობის დროს ტელეწამყვანებმა თესალონიკის უნივერსიტეტის სტუდენტ გოგონას დასცინეს, რადგან ის სხვა სტუდენტის მხრიდან ბიბლიოთეკაში სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა.

გადაწყვეტილების თანახმად, გიორგოს ლიაგას გადაცემა ხუთი დღით შეწყვეტს მაუწყებლობას 2020 წლის 20 იანვრიდან 24 იანვრის ჩათვლით.

გადაცემის გუნდს დაეკისრა ჯარიმა, 150.000 ევროს ოდენობით.

ლიაგას გადაცემის წამყვანებს სექსიზმსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

onalem

ტესტ