fbpx
ეკონომიკა

დახმარება, 700 ევროს სახით, საბერძნეთის მთავრობისგან – განაცხადების შევსება დაიწყება დღეს!

მონაცემთა შესავსებად ბაზა დღეს, სულ მალე გაიხსნება და ბენეფიციარებს, თანხის მისაღებად, განაცხადების შეტანა უკვე შეეძლებათ.

მომდევნო დღეებში დაახლოებით 253.000 მოსახლე საბერძნეთის მთავრობისგან სხვადასხვა რაოდენობის დახმარებას მიიღებს. 700 ევრო ეკუთვნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, განურჩევლად ასაკისა, ანუ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ 24 წელს ზემოთაც, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ მარტო თუ ოჯახთან ერთად, ისინი აუცილებლად მიიღებენ 700 ევროს.

თანხას ასევე მიიღებენ მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი შვილი), რომელთა საბანკო ანგარიშებზე დაფიქსირებული შემოსავალი 200.000 ევროს არ აღემატება.

ფულადი დახმარება მომდევნო რამდენიმე დღეში დაერიცხებათ ოჯახებსაც, სადაც 1 ან ორივე მშობელი უმუშევარია და ოჯახის საერთო შემოსავალი არ აღემატება 15.000 ევროს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი მთავრობისგან დახმარების მიღება შეუძლიათ ქვეყანაში ლეგალურად მაცხოვრებელ ქართველ ემიგრანტებსაც. საკუთარი მდგომარეობის და იმის გასარკვევად, გეკუთვნით თუ არა დახმარება, მიმართეთ ბუღალტერს.

როგორც ცნობილია, ბაზა 26 დეკემბრამდე დარჩება ღია.

განაცხადი უნდა შეავსოთ აქ: https://www.koinonikomerisma.gr/

 

onalem

ტესტ