fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სად შეიძლება ვნახოთ ჯარიმები, რომლებიც დღეიდან აუცრელობის გამო გამოიწერება

გამომდინარე იქიდან, რომ დღეიდან 60 წელს გადაცილებულთათვის ვაქცინაციის ვალდებულება ამოქმედდა, საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა კითხვა, სად ნახავენ თავიანთ ჯარიმებს ისინი, ვინც აცრის კატეგორიული წინააღმდეგია და ამის გამო, ყოველ თვე 100 ევროიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

პირველადი ჯანდაცვის გენერალურმა მდივანმა, მარიოს თემისტოკლეუმ განმარტა, რომ ჯარიმების ნახვა საზოგადოების ამ ნაწილს შეეძლება Taxisnet-ის სისტემაში, დავალიანების კატეგორიაში. ყველას, ვისაც აქვს ΑΦΜ და ΑΜΚΑ, მონაცემების გადამუშავების შედეგად დაეკისრება იანვარში 50 ევროიანი ჯარიმა, თებერვლიდან კი, ეს თანხა 100 ევრომდე გაიზრდება.

თემისტოკლეუს თქმით, შესაძლებელია ნებისმიერი მოქალაქე შევიდეს პლატფორმაზე, emvolio.gov.gr-ზეც და ნახოს, დაკისრებული აქვს თუ არა აღნიშნული ჯარიმა.

მან ასევე დასძინა, რომ თუ რომელიმე პირს, რომელიც გამონაკლისს წარმოადგენს, ჯარიმა სისტემაში მაინც გამოუჩნდება, აუცილებლად მოხდება მისი მონაცემების კიდევ ერთხელ გადახედვა და ჯარიმა გაუუქმდება.

*Taxisnet-ის სისტემაში ჯარიმების შესამოწმებლად შეგიძლიათ დაიხმაროთ ბუღალტერი.

onalem

ტესტ