fbpx
საბერძნეთი

წვდომა მხოლოდ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებზე აუცრელებს?- რა შეზღუდვები განიხილება საბერძნეთში?

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ალკივიადის ვატოპულომ განაცხადა, რომ შესაძლებელია საბერძნეთში დამატებითი შეზღუდვები გამოცხადდეს მათთვის, ვინც უარს ამბობს ვაქცინაციაზე.

კერძოდ, საუბარია 60 წელს ზემოთ ადამიანებზე, რომელთათვისაც გუშინდელი დღიდან ძალაში შევიდა ვაქცინაციის ვალდებულება, ექსპერტთა საბჭო დააკვირდება, როგორ იმუშავებს მომდევნო პერიოდში აღნიშნული ზომა და გამორიცხული არ არის, რომ დაწესდეს კიდევ დამატებითი ზომები მათთვის, ვინც ჯარიმების მიუხედავად, არ იცრება.

ვატოპულომ აბსოლუტურად გონივრული უწოდა ავსტრიის მაგალითს, სადაც 60 წელს ზემოთ აუცრელ პირებს წვდომა მხოლოდ და მხოლოდ სუპერმარკეტებსა და აფთიაქებზე აქვთ და აღნიშნული ზომის გატარებას საბერძნეთში საჭიროდაც კი მიიჩნევს.

“შესაძლოა დაგვჭირდეს ამ ზომების მიღება, ეს არის იარაღი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად. ჯერ მოსახლეობის ბუნებრივი გზებით დარწმუნება უნდა ვცადოთ და თუ შედეგები არ გვექნება, შემდეგ გადავალთ ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე. 

ჩვენ აქტიურად ვიკლევთ, რატომ ჰყავს საბერძნეთს დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე მეტი გარდაცვლილი. ეს შეიძლება გამოწვეულია დაგვიანებული მკურნალობითაც, რადგან ბევრი ადამიანი დროულად არ მიდის საავადმყოფოში, ეშინიათ. 

რაც შეეხება საკითხს, რომ წლევანდელ აღდგომას სოფლებში გავატარებთ, ხოლო ზაფხული ჩვეულებრივი იქნება, ვიტყოდი, რომ არ შეიძლება ვიყოთ 100%-ით ოპტიმისტურად განწყობილები, უბრალოდ, არ შეგვიძლია ზუსტად ვიცოდეთ, როგორ განვითარდება მოვლენები,” განაცხადა პროფესორმა.

 

onalem

ტესტ