fbpx
საბერძნეთი

ნიკოლას იატრომანოლაკის – პირველი გეი მინისტრი საბერძნეთში, რომელიც საკუთარ ორიენტაციას არ მალავს

ნიკოლას იატრომანოლაკისი პირველი მინისტრი გახდა საბერნეთში, რომელიც საკუთარ არატრადიციულ ორიენტაციას არ მალავს. ის თანამედროვე კულტურის სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.

იატრომანოლაკისი 1975 წელს ათენში დაიბადა და გაიზარდა. ის არის მწერლისა და აკადემიკოსის, გიორგოს იატრომანოლაკისის ვაჟი, მისი დედა კი ასევე აკადემიკოსი, რენა ლეკანიდუა.

44 წლის მინისტრს მოპოვებული აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, პანტიოს უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი, საჯარო პოლიტიკის დარგში, ჰარვარდის უნივერსიტეტში (ამერიკა).

ნიკოლას იატრომანოლაკისმა ღიად დააფიქსირა, რომ არის არატრადიციული ორიენტაციის მქონე (გეი) და რამდენიმე თვის წინ Facebook-ის გვერდზე დაწერა პირველი სამსახურის შესახებ, რომელიც საბერძნეთში იპოვა და პრობლემები შეექმნა. ხელმძღვანელობისთვის სადავო გახდა საკითხი, რამდენად შეძლებდა ის კრიზისების მართვას, ვინაიდან ჰქონდა არატრადიციული ორიენტაცია.

დღესდღეობით კი იატრომანოლაკისმა მინისტრის სავარძელი დაიკავა და აქტიურ მუშაობას შეუდგა.

 

onalem

ტესტ