fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: შიდსის მქონე ემიგრანტმა პაციენტმა ექიმი დაკბინა

საგანგაშო მდგომარეობა გუშინ ირაკლიოში, ვენიზელოს საავადმყოფოში იყო შექმნილი. რამდენიმე დღის წინ 50 წლის ემიგრანტ მამაკაცს შიდსის დიაგნოზი დაუსვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანელმა 50 წლის მამაკაცმა ექიმი დაკბინა. მას ჭრილობები მარჯვენა ხელზე აქვს მიღებული და განსაკუთრებით დაზიანებული აქვს ცერა თითი. ექიმმა გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გადაწყვიტა, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ იყო და სახლშიც შეეძლო მკურნალობის ჩატარება. სწორედ ამან გააცხარა პაკისტანელი და აცხადებდა, რომ საავადმყოფოს არ დატოვებდა.

ამის შემდეგ მან ექიმს რამდენჯერმე უკბინა და ვიდრე პოლიცია მოვიდოდა მან მატერიალური ზარალიც გამოიწვია.

როგორც გაზეთი, Πατρίς, იუწყება, პაკისტანელი თავდაპირველად დააპატიმრეს, თუმცა, მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გაათავისუფლეს.

 

 

onalem

ტესტ