fbpx
კრიმინალი

დღეიდან: პოლიციის 500 ახალი ოფიცერი ათენის ქუჩებში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ ქვეყანაში ცვლილებები უკვე აამოქმედა და დედაქალაქით დაიწყო. როგორც მიხალი ხრისოხოიდი აცხადებს, დღეიდან ათენში დამატებით პოლიციის 500 ოფიცერი გამოჩნდება.

ხრისოხოიდის თქმით, ეს ქუჩის დანაშაულთან ბრძოლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებია. ათენში მოტოციკლით იმოძრავებს დამატებით 500 ოფიცერი, რომელიც სიტუაციას მაქსიმალურად გააკონტროლებს.

მათი დანიშნულებაა საჭიროების შემთხვევაში სწრაფი ინტერვენცია და მოქალაქეების დაცვა.

გუშინდელი დღიდან გამოიყო 400 შლემი, ეკიპირების დანარჩენ ნაწილებს კი მათ ახლო მომავალში დაურიგებენ.

onalem

ტესტ