fbpx
საზოგადოება

ბერძენი ექიმები საგონებელში არიან: 29 წლის ქალის “უმიზეზო” გარდაცვალება, რომელსაც 15 და 2 თვის შვილები დარჩა

29 წლის ქალის ამბავი, რომელიც საკუთარი შვილის გვერდით გარდაცვლილი იპოვეს, ამ დრომდე ამოუცნობ ამბად რჩება. როგორც მისი უახლოესი მეგობარი აცხადებს, ქალს არ ჰქონია ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა და ვერ ხვდება, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს ტრაგედია.

პასუხები არ აქვთ არც ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ორი შვილის დედის გადასარჩენად, მაგრამ უკვე გვიან იყო. მის მეუღლეს თავდაპირველად შეატყობინეს, რომ მისი ცოლი თავს ცუდად გრძნობდა, ხოლო კონკრეტული ამბის შესახებ ადგილზე მისვლის შემდეგ აცნობეს.

ირკვევა, რომ ქალს 15 და 2 თვის შვილები დარჩა, აქედან ერთ-ერთს კი საშარდე გზების ანთება ჰქონდა და ამ მიზეზით პედიატრიულ კლინიკაში იყო მოთავსებული. ინციდენტიც სწორედ აქ მოხდა. ბავშვის განწირული ტირილი სხვა მშობელმა გაიგონა და როდესაც ადგილზე მივიდა, 29 წლის ქალი უკვე იატაკზე იწვა.

ექიმებისთვის ახალაგზრდა დედის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა. გამოძიება ახლა სასამართლო ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, რათა გაირკვეს, რის გამო დაკარგა ოჯახმა 29 წლის ქალი.

 

onalem

ტესტ