fbpx
საზოგადოება

მარიანა ვარდინოიანმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს კერძები თავად მოუმზადა!

ქველმოქმედებით განთქმულმა მარიანა ვარდინოიანმა ნიკეას სოციალურად დაუცველთა ერთ-ერთ სახლში ბავშვებს თბილი კერძები დიდი სიყვარულით მოუმზადა.

ქალბატონი ვარდინოიანი მათთან 6 დეკემბერს დილას მივიდა და საუბრის შემდეგ, სამზარეულოში საჭმლის მომზადების სურვილი გამოთქვა. მან ბავშვებს არა მხოლოდ კერძები, არამედ საშობაო ტკბილეულიც მოუმზადა.

ის თითოეულ ბავშვთან ძალიან უშუალო და თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა. მომზადებული კერძები მათ სათითაოდ ამოიღო თეფშებზე და მათ დაურიგა.

მასთან ერთად იყო UNESCO-ს წარმომადგენელი, იოანის მარონიტი, რომელთან თანამშრომლობის საფუძველზეც განიხილება აღნიშნული სოციალური სტრუქტურების საჭიროებები.

 

onalem

ტესტ