fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ათენის კაპოდისტრიას უნივერსიტეტში ნოდარ დუმბაძის “ჰელადოსის” ჩვენება გაიმართება

გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 1-ელ ივნისს, საღამოს 18:30 საათზე ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება ნოდარ დუმბაძის “ჰელადოსის” ჩვენება მრგვალი მაგიდის ფორმატში.

მინი კონფერენცია: საბერძნეთი ქართულ ლიტერატურაში – ნოდარ დუმბაძის “ჰელადოს” – ტარდება ათენის უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის უშუალო მხარდაჭერითა და ორგანიზებით. მთავარი ორგანიზატორი კი გახლავთ ამავე ცენტრის ქართული ენის ლექტორი, დოქტორი თეონა ბერიძე.

ფილმი ნაჩვენები იქნება ბერძნული სუბტიტრებით, რომლის დასრულების შემდეგაც სხვადასხვა ბერძნული უნივერსიტეტების პროფესორები და დარგის სპეციალისტები კომენტარებს დაურთავენ და იმსჯელებენ ნოველის მთავარ იდეაზე, განიხილავენ მისი ეკრანიზაციის მნიშვნელობასა და ისაუბრებენ საქართველო- საბერძნეთის 35 საუკუნოვან ურთიერთობებზე.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ აფიშაზე

დასწრება თავისუფალია. გელოდებით თქვენს ბერძენ მეგობრებთან ერთად. მისამართი: ათენის კაპოდისტრიას ეროვნული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი “ირიდა”, მეტრო პანეპისტიმიო. იპოკრატუს 15.