fbpx
საბერძნეთი

აგიოს ნიკოლაოს: მატარებლის რელსებიდან მამაკაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ტრაგედია აგიოს ნიკოლაოსის სადგურში მოხდა. ΗΣΑΠ-ის სადგურში, მატარებლის რელსებში ჩავარდა მამაკაცი, რომელიც სამწუხაროდ, გარდაცვლილი ამოიყვანეს.

მიზეზი, თუ რის გამო მოხდა ინციდენტი, ამ დრომდე უცნობია. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო/სამაშველო სამსახური, 5 მანქანა და 15 მეხანძრე. მათ მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინეს მამაკაცის გადასარჩენად, მაგრამ მისი დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, გარკვეული დროის მანძილზე მეტროს 1-ლი ხაზის მოძრაობა შეწყვეტილი იყო კონკრეტულ მონაკვეთებზე, თუმცა, ამ დროისთვის აღდგენილია.

onalem

ტესტ