fbpx
საზოგადოება

“ოკეანიდა” ხვალიდან საბერძნეთში ზამთარს დააბრუნებს – ბერძენი სინოპტიკოსის პროგნოზი

ახალი ფენომენის სახელწოდება, რომელსაც საბერძნეთში ხვალიდან ველით, “ოკეანიდაა”. როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, დღეს ღამით გვექნება ზუსტი ინფორმაცია, რა მიამრთულებით იმოძრავებს პოლარული ჰაერის მასები, რომელთა შემოჭრის შედეგად, საბერძნეთში ტემპერატურა უეცრად დაეცემა.

ხვალიდან ამინდის გაუარესება საბერძნეთის ჩრდილოეთით დაიწყება, შემდეგ კი ფენომენი მთელ ქვეყანაში ნელ-ნელა გავრცელდება.

კალიანოსის ინფორმაციით, თოვა შაბათიდან არის მოსალოდნელი და შესაძლოა სამი დღის მანძილზე გაგრძელდეს. ტერიტორიებში, სადაც თოვლს ელიან, შედის ატიკის რეგიონი, რომელიც, ცხადია, ათენსაც მოიცავს.

დღეს ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 17 გრადუს აღწევს და მთელი დღის მანძილზე კარგი ამინდი შენარჩუნდება, მაგრამ არნაუტოღლუ ხვალიდან სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.

მისი თქმით, მოსახლეობამ შაბათს მთიან და ნახევრად მთიან რეგიონებში გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იხილეთ რუკა:

onalem

ტესტ