fbpx
საბერძნეთი

მეტროსადგურები: ილიუპოლი და ალიმოს დაკეტილია – რელსებში მამაკაცი ჩავარდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ალიმოს მეტროსადგურში მამაკაცი ჩავარდა, რის გამოც ორი სადგური დაიკეტა.

საუბარია სადგურებზე: ალიმოს და ილიუპოლი, რომლებშიც მოძრაობა არ ხორციელდება.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და ასევე, სამედიცინო ბრიგადა.

არსებული ცნობებით, ამ ყველაფრის მიზეზი რელსებში ადამიანის ვარდნაა. მამაკაცი გაურკვეველ ვითარებაში ჩავარდა რელსებში და ის მაშველებმა უგონო მდგომარეობაშია მოიყვანეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

onalem

ტესტ