fbpx
საბერძნეთი

ზაფხულში სრული თავისუფლება საბერძნეთში?! – რას ამბობს მარიოს თემისტოკლეუ?!

პორველადი ჯანდაცვის გენერალური მდივანი, მარიოს თემისტოკლეუ აცხადებს, რომ საბერძნეთში “ომიკრონმა” ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა, აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლებელია, რომ თავისუფლებისკენ სვლა დავიწყოთ.

“უკვე ფიქსირდება ზეწოლის შემსუბუქება ჯანდაცვის სისტემაზე და შესაბამისად, ნელ-ნელა ზომების შემსუბუქებაც მოხდება. ცხადია, ჩვენ ვუსმენთ ექსპერტების რეკომენდაციებს და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით მიიღება. გვაქვს ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელი და ბევრი ადამიანი, რომელმაც კოვიდით დაინფიცირების ფონზე, იმუნიტეტი ავტომატურად გამოიმუშავა.

დიდი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ ზაფხულისთვის ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და თითქმის სრული თავისუფლება გვექნება. მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ პირბადეები იქნება ერთ-ერთი ბოლო რამ, რაც ჩვენი ყოველდღიურობიდან გაქრება.

თავისუფლება შეეხებათ ვაქცინირებულებს, ხოლო აუცრელები კვლავ შეზღუდვებში იქნებიან. მაგალითისთვის: ძალიან რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება, რომ აუცრელებს რესტორნებისა და კაფეების შიდა ტერიტორიებზე შესვლა შეეძლოთ. ესეც ის ზომაა, რომელიც ძალიან გვიან მოიხსნება.

პანდემია არ დასრულებულა და არ დასრულდება ჯადოსნური ჯოხით, მაგრამ ზაფხულისთვის ცხოვრების ნორმალურ რიტმთან საკმაოდ ახლოს ვიქნებით. თუ სექტემბერში რაიმე სხვა შტამი არ გამოჩნდება, მაშინ ყველაფერი სტაბილურად განვითარდება.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არ დაყენებულა საკითხი მთელი მოსახლეობისთვის მესამე დოზის მიღების დაწესებასთან დაკავშირებით,” განაცხადა თემისტოკლეუმ.

onalem

ტესტ