fbpx
საბერძნეთი

ალექსანდრუპოლიდან აფრენილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

მცირე ზომის თვითმფრინავი CT2K ალექსანდრუპოლის აეროპორტიდან 12:35 საათზე აფრინდა. მისი დანიშნულების პუნქტი რუმინეთი, კერძოდ კი მისი დედაქალაქი ბუქარესტი იყო.

პირველად მიწოდებული ინფორმაციით, თვითმფრინავი კერასია როდოპის მთებში დაიკარგა და პილოტი გზის გაკვლევას ცდილობდა, თუმცა, რთული კლიმატური პირობები სიტუაციას ართულებდა.

საბოლოოდ კომოტინის სახანძრო ბრიგადებმა დაადასტურეს, რომ ერთძრავიანი თვითმფრინავი როდოპის მთებზე იპოვეს. ორი უკრაინელის პოვნა კი, რომელიც თვითმფრინავში იჯდა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

onalem

ტესტ