fbpx
საზოგადოება

“ბიოლოგიური მამა მუსლიმია და ჩემი ცხოვრების წესის გამო არ მელაპარაკება” – ხრისტინა My Style Rocks-იდან

ხრისტინა პაპადელი წელს  My Style Rocks-იდან გვიცანით. საბოლოოდ მან კონკურსის ფინალამდე მიაღწია და მესამე ადგილი დაიკავა. რეალითი შოუს დასრულებიდან რამდენიმე დღეში კი ის ტატიანა სტეფანიდუს გადაცემაში მიიწვიეს, სადაც ისაუბრა ბიოლოგიურ მამაზე, რომელთანაც არანაირი კონტაქტი არ აქვს. ასევე აღმზრდელ მამაზე, რომელიც გარდაეცვალა და რომელმაც გვარი მისცა:

“თავიდანვე ვიცოდი, რომ მამაჩემი ჩემი ბიოლოგიური მამა არ იყო. ჩემს ნამდვილ მამასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მან უარმყო, რადგან განსხვავებული დამოკიდებულებები აქვს. პაპადელი 2000 წელს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე მისგან დიდი სიყვარული მივიღე და ძალიან ბევრი მოგონება მაქვს.

ბიოლოგიური მამა მუსლიმია და არ ეთანხმება ცხოვრების იმ წესს, რომლითაც მე ვცხოვრობ. ორი წლის წინ მან სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოები ნახა და საუბარი მას შემდეგ შევწყვიტეთ. რაც დრო გადის, თავს უფრო მეტად ვარიდებ. ჩემი ნახვა რომ უნდოდეს, მოვიდოდა და მნახავდა. მე არაფერი მაკლია მისგან, რადგან მასთან ერთად არ მიცხოვრია, რომ რაიმე ან თვითონ ის მენატრებოდეს. სხეულზე ჩემი მამინაცვლის სახის ტატუ მაქვს .”

onalem

ტესტ