fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: პაციენტი, რომელიც სახლში, კარანტინში იმყოფებოდა, მაღაზიაში წავიდა და გონება დაკარგა

თესალონიკში საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომელსაც პანიკა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი, რომელიც სახლის პირობებში კარანტინში იყო მოთავსებული და მისი გარეთ გასვლა სასურველი არ იყო, სპორტული ტანსაცმლის მაღაზიაში შევიდა. რამდენიმე ხანში მან თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა.

როგორც ცნობილი გახდა, სპეციალურად აღჭურვილი ექიმების მოსვლამდე გონებადაკარგული 20 წუთის მანძილზე ეგდო მაღაზიაში. სასწრაფო დახმარების მანქანით ის მოგვიანებით ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ტესტი ჩაუტარდება.

ვარაუდობენ, რომ ის ვირუსით არის ინფიცირებული, რის გამოც, მოხდა მაღაზიის დეზინფექცია.

 

onalem

ტესტ