fbpx
საბერძნეთი

ვაქცინაციის ცნობა და უარყოფითი პასუხი კორონავირუსის ტესტზე – პირველი მგზავრები ათენის აეროპორტში

მას შემდეგ, რაც ტურიზმი ოფიციალურად გაიხსნა, ათენს პირველი ვიზიტორები ეწვივნენ. ვენიზელუს აეროპორტი კვლავ შეივსო ტურისტებით, რომლებიც დიდი ოპტიმიზმით არიან აღსავსე და გამოხატავენ სიხარულს, რომ კვლავ შეძლეს საბერძნეთში მოგზაურობა.

“ძალიან ბედნიერები ხართ, რომ კვლავ შეგვიძლია საბერძნეთში მოგზაურობა. ოჯახთან ერთად ჩამოვედი და კუნძულებზე წავალთ. ვაქცინა ჯერ არ გაგვიკეთებია, მაგრამ გვაქვს უარყოფითი პასუხები კორონავირუსის ტესტებზე,” ამბობენ ტურისტები საფრანგეთიდან.

საბერძნეთს მომდევნო საათებში ესტუმრებიან ვიზიტორები ჰოლანდიიდანაც.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ჩამოსვლა ხდება შემდეგი პროტოკოლის დაცვით:

უნდა გქონდეთ ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუკი ხართ ვაქცინირებული), ან უნდა გქონდეთ ჩატარებული PCR ტესტი, გამომგზავრებამდე არაუმეტეს 72 საათით ადრე, ან უნდა გქონდეთ ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი.

onalem

ტესტ