fbpx
საბერძნეთი

გადახდა PIN კოდის გარეშე – საბერძნეთის საბანკო ასოციაციის გადაწყვეტილება 30 ივნისამდე

საბერძნეთის საბანკო ასოციაციის გადაწყვეტილებით, ბარათით გადახდის დროს PIN კოდის მითითება საჭირო არ იქნება იმ შემთხვევაში, თუკი შეძენილი ნივთების ღირებულება 50 ევროს არ აჭარბებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება 30 ივნისამდე.

ამრიგად, 2021 წლის 30 ივნისამდე ბარათით გადახდა შესაძლებელი იქნება კოდის მითითების გარეშე, მხოლოდ ბარათის სენსორული გატარების საშუალებით.

როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების ფარგლებში, რათა მაქსიმალურად იყოს თავიდან არიდებული ფიზიკური კონტაქტი სხვადასხვა ტრანზაქციის დროს.

POS-ის აპარატს კოდის შეყვანის დროს უამრავი ადამიანი ეხება, რაც გადახდის პროცესს ნაკლებად ეფექტურს ხდის, აქედან გამომდინარე, 50 ევროს ლიმიტზე გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის აპარატზე მიდებით.

30 ივნისიდან მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ლიმიტი შეიცვალოს და კოდის შეყვანა საჭირო გახდეს გაცილებით ნაკლები თანხის გადახდის დროსაც.

onalem

ტესტ