fbpx
საბერძნეთი

ტელეკომპანია STAR-ის ექსკლუზიური რეპორტაჟი – ქართველი გოგონა ბავშვის უკან დაბრუნებას ითხოვს

კალამატაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ტელეკომპანია STAR-ზე სპეციალური რეპორტაჟი გავიდა. როგორც ირკვევა, ქართველი გოგონა საკუთარი შვილის უკან დაბრუნებას ითხოვს და ბოდიშს იხდის.

მისი ადვოკატის თქმით, 24 წლის გოგო მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესშია და მუდმივად ტირის. ბავშვის მამის ვინაობის შესახებ კი ჯერჯერობით მასაც არ აქვს ინფორმაცია.

საავადმყოფოს თანამშრომლები ახალშობილ ბიჭს თავს ევლებიან და ბერძნული საზოგადოება უდიდეს თანადგომას გამოხატავს, აგზავნის რძეს, ტანსაცმელს და საჭირო ნივთებს, რათა პატარა ბიჭუნა უზრუნველყოფილი იყოს.

ქართველი გოგონას დედა სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ არაფერი იცოდა და თავისი ბიძაშვილისგან შეიტყო მომხდარის შესახებ. ქალი განმარტავს, რომ მისი შვილი ძალიან კარგი ადამიანია და ვერ ხვდება, თუ როგორ დაემართა მსგავსი რამ. როგორც ამბობს, საბერძნეთში ჩამოსვლას მომავალ კვირას გეგმავს.

იხილეთ რეპორტაჟი 5:05 წუთიდან:

onalem

ტესტ