fbpx
საზოგადოება

“თუ აქ დაბრუნდებით, მოგკლავთ” – სანტორინზე ვირების პატრონები იმუქრებიან

ინფორმაციას ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ორი ჯგუფი საბერძნეთის ერთ-ერთ უპოპულარულეს კუნძულ სანტორინზე ჩავიდა, რათა ენახათ, თუ რა მდგომარეობაში არიან ვირები, რომელთა შესახებაც გასულ წლებში ბევრი იწერებოდა. აღმოჩნდა, რომ არაფერი შეცვლილა და ვირებისადმი მოპყროპა ისევ სასტიკია.

როგორც ცნობილია, ვირებს აზიდინებენ მძიმე ტვირთს, ასევე გადაჰყავთ მძიმეწონიანი ტურისტები, რის გამოც დაზიანებული აქვთ სხეული. პარალელურად, ხშირად არიან წყლისა და საკვების გარეშე უკიდურესად მაღალი ტემპერატურის პირობებში.

როდესაც ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვირების პატრონებთან გასაუბრება სცადეს, ისინი დაემუქრნენ და უთხრეს, რომ იქიდან წასულიყვნენ, ხოლო დაბრუნების შემთხვევაში, მოკვლითაც კი დაემუქრნენ.

onalem

ტესტ