fbpx
კრიმინალი

უპრეცენდენტო: არცერთ ადვოკატს არ უნდა, რომ 27 წლის ბერძენი სასამართლოზე დაიცვას

27 წლის ბერძენმა მამაკაცმა კრეტაზე 60 წლის ამერიკელი მეცნიერი ქალის მკვლელობა უკვე აღიარა. ის ახლა ადვოკატის მოძებნას ცდილობს, რათა ციხეში “საუკეთესო პირობებით” ჩაჯდეს, თუმცა, უპრეცენდენტოდ, არცერთ ადვოკატს არ სურს, რომ მის საქმეს ხელი მოკიდოს.

კრეტაზე მომუშავე ყველა ადვოკატი უარს აცხადებს მის დაცვაზე. 27 წლის ბრალდებული ბოდიშს იხდის ოჯახის წინაშე, რომელსაც განუზომელი ტკივილი მიაყენა საკუთარი დანაშაულით.

როგორც პოლიცია აცხადებს, მას შემდეგ, რაც 60 წლის ამერიკელი ქალის ცხედარი იპოვეს, მკვლელის კვალზეც ადვილად გავიდნენ, რადგან მან ორი დიდი შეცდომა დაუშვა.

როგორც ცნობილია, დამნაშავე ქალს ჯერ მანქანით დაეჯახა, ხოლო შემდეგ მისი ცხედარი გადააადგილა, რის შედეგადაც კვალი დატოვა. ასევე ჩართული ჰქონდა მობილური ტელეფონიც, რომლითაც მისი ადგილსამყოფელის დადგენა მოხერხდა.

პოლიცია საუბრობს სექსუალურ ძალადობაზეც.

ამერიკელი ბოილოგი, სუზან იტონი

27 წლის ხანიელი მამაკაცი მღვდელის შვილია, დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს.

მან დაკითხვაზე ასეთი რამ თქვა: “ხანდახან რაღაც მაიძულებს, რომ ძალიან ცუდი რამეები ვაკეთო.”

მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის ბერძენი

onalem

ტესტ