fbpx
კრიმინალი

ათენი: 260 ბერძენი პოლიციელი დიმიტრის რიხარდოსის დასაკავებლად მუშაობდა

ათენში სპეციალური ოპერაციის ჩატარების შედეგად დიმიტრის რიხარდოს მილონასი დააპატიმრეს, რომლის დასაკავებლადაც 260 პოლიციელი ინტენსიურად მუშაობდა.

ფარდა აეხადა უდიდეს კრიმინალურ დაჯგუფებას და საქმიანობას, რომელიც მოპარულ ძვირფასეულობას ოქროდ ადნობდა და სხვადასხვა ბაზარზე გაჰქონდა, რის შედეგადაც მილიონობით ევროს შოულობდნენ. ასევე დაკავებულია თურქულ-სომხური წარმოშობის მამაკაცი, სიროსიც, რომელიც რიხარდოსთან ერთად კრიმინალური წრის მთავარი ფიგურანტია.

51 წლის დიმიტრის რიხარდოს მილონასს ათენის მასშტაბით 44 ლომბარდი ჰქონდა, ერთი პორტუგალიაში, ხოლო ერთიც ესპანეთში.

ხოლარგოში მდებარე ბინაში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ოქრო და იარაღი.

მათი საქმიანობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მარუსის პოლიციის ოფიცრებმა ბოშების დაჯგუფება დააკავა, რომლებიც ძვირფასეულობას იპარავდნენ. სწორედ მათი საშუალებით გავიდა პოლიცია კიდევ უფრო საშიში და მასშტაბური დანაშაულის კვალზე. ეს ყველაფერი კი ორი წლის წინ დაიწყო.

დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული იყო კიდევ 89 ადამიანი.

ალექსის ციპრამ პოლიციას საქმის წარმატებით გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ რიხარდოსმა ათასობით ადამიანი კრიზისის პერიოდში მშიერი დატოვა, რადგან როცა ხალხს უჭირდა ისინი ლომბარდებს აკითხავდნენ, შემდეგ ვერ იხდიდნენ და ის მათ ნივთებს ჩალის ფასად ყიდდა.

 

onalem

ტესტ