fbpx
საბერძნეთი

თავისუფლება და პირბადის მოხსნა მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის?! – რა არის მოსალოდნელი საბერძნეთში?!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს სპეციალური სიუჟეტის მიხედვით, საბერძნეთში ვაქცინირებული ადამიანებისთვის თავისუფლების დონე გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე მათთვის, ვინც აცრაზე უარს ამბობს.

ირკვევა, რომ მსგავსი ნაბიჯები გადაიდგმება 1 ივლისიდან, ეტაპობრივად და მიმართული იქნება მოსახლეობაში იმუნიტეტის გამომუშავებისკენ.

სიუჟეტის მიხედვით, ვაქცინირებული ადამიანებისთვის მეტი თავისუფლება ნიშნავს, რომ მათ აღარ ექნებათ პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეებში და ექნებათ შესაძლებლობა ზედმეტი კონტროლის გარეშე შევიდნენ ღამის კლუბებში, თეატრალურ წარმოდგენებზე, კონცერტებზე, ფილმის ჩვენებაზე, სტადიონებზე და მსგავს ღონისძიებებზე.

ყველაფერ ამის განხილვა დაიწყება მაშინ, როგორც კი ვაქცინები ხელმისაწვდომი იქნება აბსოლუტურად ყველასთვის, ივლისის შუა რიცხვებში.

ნებისმიერ შემთხვევაში დისკუსია მოიცავს კიდევ უამრავ საკითხს, ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, რისთვისაც ექსპერტთა საბჭო ინტენსიურად მართავს შეხვედრებს და მათი რეკომენდაციით მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს.

 

onalem

ტესტ