fbpx
საბერძნეთი

“ამ ყველაფერს აპრილამდე უნდა გავუძლოთ, თესალონიკში ვითარება უკიდურესად მძიმეა” – ხარალამბოს გოგოსი

პროფესორმა, ხარალამბოს გოგოსმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას განაცხადა, რომ თესალონიკში ურთულესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და ბევრი პრობლემა ფიქსირდება ათენშიც.

“ვირუსის განვითარების დინამიკა 15 დღიდან 1 თვემდე შეიძლება განისაზღვროს. ანუ სწორედ ამ ვადაში გვეცოდინება, ეფექტურია თუ რა ზომები, რომლებიც ახლა მივიღეთ. ასევე, განვსაზღვრავთ იმას, საჭიროა თუ არა მათი კიდევ გადავადება.

თესალონიკში საქმე ძალიან ცუდად გვაქვს, სიტუაცია პრობლემატურია ათენშიც. ჯანდაცვის სისტემა უნდა დაიცვას არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ თითოეულმა მოქალაქემ.

ამჟამინდელი ტალღა ძალიან ძლიერია და გლობალური პანდემიის ურთულეს ფაზაში ვიმყოფებით. შეიძლება საბერძნეთში ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც 10-ჯერ მეტია მსხვერპლიც და ინფიცირებულიც, მაგრამ ვხედავთ, თუ რის წინაშე შეიძლება დავდგეთ და რა უნდა აღვკვეთოთ.

მოუთმენლად ველით ვაქცინას და იმედი გვაქვს, რომ აპრილ-მაისში მოხდება მოსახლეობის პირველი ნაწილის ვაქცინაცია. ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ აპრილამდე და მანამდე უნდა შევინარჩუნოთ სტაბილური მდგომარეობა,” განაცხადა პროფესორმა.

გუშინ საბერძნეთში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 2.056 ახალი შემთხვევა.

onalem

ტესტ