fbpx
საბერძნეთი

მნიშვნელოვანი სიახლე ათენში! ხვალიდან ქალაქს ΚΤΕΛ-ის 100 ავტობუსი დაემატება

ΟΑΣΑ-ს ოფიციალური ინფორმაციით, ხვალიდან ათენში დამატებით 100 ავტობუსი იმოძრავებს. საუბარია ΚΤΕΛ-ის ავტობუსებზე, რომლებიც ემატება იმისთვის, რომ მოსახლეობას გადაადგილება გაუმარტივდეს და რაც მთავარია, აღარ იყოს ხალხით გადატვირთულობა.

ექსპერტები მთავრობას მოუწოდებდნენ, რომ რაიმე გზით მოგვარებულიყო ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში დისტანციის დაცვის შეუძლებლობის პრობლემა. ამრიგად, ხვალიდან ემატება 100 ავტობუსი, ხოლო ნოემბრის ბოლოდან კიდევ 100, ანუ საერთო ჯამში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 200 ავტობუსით იზრდება.

აღსანიშნავია, რომ გაჩნდება 550 სამუშაო ადგილი, ვინაიდან მოხდება სწორედ ამ რაოდენობის მძღოლების დაქირავება.

 

onalem

ტესტ