fbpx
კატეგორიის გარეშე

გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებულმა ქართველმა თავი მოიკლა

41 წლის მამაკაცი სადეპორტო განყოფილების საკანში ჩამომხრჩვალი იპოვნეს. ინციდენტი ქალაქ ბუირენში მოხდა, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე. ეს ის რეგიონია, რომლის ლტოლვილთა მინისტრიც ცოტა ხნის წინ, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაწყვეტას ითხოვდა.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გერმანული მხარე ამბის მიჩქმალვას აპირებდა, თუმცა თემა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაახმაურა, რომელიც ლტოლვილად ჩაბარებულების უფლებებს იცავს, რამაც დიდი სკანდალი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის ‘’მწვანეებმა’’ ადმინისტრაცია სასტიკად გააკრიტიკეს, ვითარების დეტალური შესწავლა და განყოფილების დახურვა მოითხოვეს.
როგორც ირკვევა, ქართველი მამაკაცი, ძალიან მძიმედ იყო ფსიქიკურად დაავადებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი საკანში ყოფნა გახდა სუიციდის მიზეზი.

ის საპატიმროში კი არა, კლინიკაში, გაძლიერებული დაკვრივებისა და მკურნალობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. თან არსებობდა ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც, ამ კაცის მგზავრობა/დეპორტაცია საქართველოში სასიკვდილოდ სარისკო იყო.


გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაცია საქმის გამოძიებას უდგას სათავეში და დეტალების დადგენა ხდება. მანამდე კი, ამ არასამთავრობომ სამგლოვიარო/ საპროტესტო აქცია სახელწოდებით ‘’რასიზმი კლავს” გამართა.

წერს მიშა ხაჩიძე, ქართველი ჟურნალისტი გერმანიიდან