fbpx
საზოგადოება

რა ქონებას კარგავენ ბერძნები – მომავალი წლიდან 100,000 ბინა აუქციონზე გაიყიდება!

2019 წელთან შეხვედრას ყველა იმედებით ცდილობს, თუმცა, ბერძნების გარკვეული ნაწილისთვის მომდევნო წლები არც თუ ისე ბარაქიანი ჩანს. არსებული ინფორმაციით, ახალი წლიდან 100, 000 ბინა აუქციონზე გასაყიდად ემზადება.

კერძოდ, 2019 წლიდან 2021 წლამდე 100, 000 ბინა, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეების საკუთრებაშია, აუქციონზე გაიყიდება და აღნიშნული პროცესებიდან ბანკების მოგება 2 მილიარდი ევრო იქნება. სწორედ ასეთია წინასწარი პროგნოზი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქონების რეალური საერთო ღირებულება 8 მილიარდ ევროს უდრის.

არსებული მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საბერძნეთში 20, 000 აუქციონი ჩატარდა, 2019 წელს ეს რიცხვი 25, 000-მდე გაიზრდება, ხოლო 2020 წლისთვის 35, 000-მდე.

ელექტრონულ პლატფორმაზე, www.eauction.gr, ბანკებმა უკვე დაგეგმეს 4, 000 ონლაინ აუქციონი და ეს ყველაფერი 2019 წლის ივლისში დასრულდება.

 

onalem

ტესტ