fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტი სასამართლოზე მოწმე უნდა ყოფილიყო – კატასტროფის დეტალები

როგორც უკვე ცნობილია, კუნძულ სამოსზე გუშინ ისრაელიდან მომავალი კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. გარდაცვლილია მისი ორივე მგზავრი, 70 წლამდე მამაკაცი და ქალი.

მათი ვინაობა დღეს გახდა ცნობილი და როგორც გაირკვა, გარდაცვლილი მამაკაცი, ჰაიმ გერონი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეტანიახუს სასამართლო პროცესზე მოწმე უნდა ყოფილიყო. ყოფილ პრემიერს კორუფციაში ედება ბრალი, პროცესი კი სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.

ჰაიმ გერონი წარსულში იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ისრაელის კომუნიკაციების სამინისტროში, ის მეუღლესთან, ესტისთან ერთად თელ-ავივში ცხოვრობდა.

მცირე ზომის თვითმფრინავი დაჯდომამდე სულ მცირე ხნით ადრე ჩამოვარდა.

onalem

ტესტ